ლონდონში მრავალი ეროვნების, კულტურისა და რელიგიის ადამიანი ცხოვრობს და აქ 300-ზე მეტ ენაზე ლაპარაკობენ. 2010 წლის მონაცემებით ლონდონში 7,825,200 ადამიანი ცხოვრობდა, რაც UK-ის მოსახლეობი 12.5%-ია.ლონდონი შეიცავს 4 მსოფლიო მემკვიდრეობას. ესენია: ლონდონის კოშკი, Kew ბაღი, (რომელიც მოიცავს ვესტმინსტერის სასახლეს და ვესტმინტერის სააბატოს), წმინდა მარგარეტის ეკლესია და ცნობილი გრინვინჩის ობსერვატორია. სხვა ღირსშესანიშნაობებია: ბუკინგემის სასახლე, ლონდონის თვალი, Piccadilly Circus, წმინდა პავლეს ტაძარი, კოშკი ხიდი, ტრაფალგარის მოედანი და ვემბლის სტადიონი. ლონდონი არის სახლი მუზეუმების, გალერიების, ბიბლიოთეკების, სპორტული ღონისძიებების და სხვა უამრავი კულტურული დაწესებულების, მათ შორის ბრიტანეთის მუზეუმის, ეროვნული გალერიის, ბრიტანული ბიბლიოთეკის, უიმბლდონის და 40 თეატრის. ლონდონის მეტროპოლიტენი უძველესი სარკინიგზო ქსელია მსოფლიოში და ყველაზე ვრცელი (შანხაის შემდეგ).ლონდონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღისრშესანიშნაობაა ბიგ-ბენი .
"ბიგ ბენი", სინამდვილეში, პარლამენტის ტერიტორიაზე მდებარე წმინდა სტეფანეს კოშკის 14-ტონიანი ზარის სახელია, მაგრამ დღეს ამ სახელით თვით კოშკს აღნიშნავენ. ამ 96-მეტრიანი ელეგანტური კოშკის მშენებლობა 1840 წელს დაიწყო და 1859 წელს დასრულდა. კოშკის თითოეულ კედელზე 6.8 მ სიამეტრის საათია დამონტაჟებული. ეს საათები ერთ დროს მსოფლიოში უდიდეს საათებად ითვლებოდა. ამ საათების მოკლე ისრების სიგრძე 4.5 მეტრია.

.jpg)
.jpg)
No comments:
Post a Comment